ახალი ამბები

თიბისი ბანკს ბადრი ჯაფარიძეც ტოვებს

21 თებერვალი, 2019 •
თიბისი ბანკს ბადრი ჯაფარიძეც ტოვებს

მამუკა ხაზარაძესთან ერთად თიბისი ბანკს ბადრი ჯაფარიძეც ტოვებს. ორივე მათგანი თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან მიდის, თუმცა რჩებიან ლონდონში დაფუძნებულ თიბისი ბანკის ჯგუფში. ამასთან, კომერციული ბანკი ეროვნულ ბანკთან სამართლებრივ დავას წყვეტს და მზად არის,  სებ-ს 1 მლნ ლარი გადაუხადოს.

“გამომდინარე იქიდან, რომ თიბისი ბანკი ითვალისწინებს ქვეყნის საინვესტიციო იმიჯისთვის შესაძლო ზიანს და პატივს სცემს ეროვნული ბანკის, როგორც კვალიფიციური რეგულატორის როლს და მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკის ბოლო გადაწყვეტილებები გასაჩივრებული იქნა სასამართლოში, თიბისი ბანკი აცხადებს, რომ განახორციელებს სააქციო საზოგადოება თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს რესტრუქტურიზაციას იმდაგვარად, რომ ბანკის დამფუძნებელი აქციონერები არ იქნებიან წარმოდგენილი  თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში. ისინი ინარჩუნებენ TBC Bank Group PLC (თიბისი ბანკის 100%-იანი აქციონერი ლონდონში) დირექტორთა საბჭოში, თავჯდომარის და მოადგილის პოზიციებს,”-წერია თიბისი ბანკის განცხადებაში.

ამის საპასუხოდ ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება დადებითად აისახება ბანკის გამჭირვალობაზე და გაზრდის ნდობას ინვესტორთა მხრიდან.

ამავე თემაზე

ბადრი ჯაფარიძე: არ გამომაქვს სასამართლოდან ჩემი სარჩელი

მასალების გადაბეჭდვის წესი