ახალი ამბები

ხუხაშვილი, ჩერგოლეიშვილი და ამაღლობელი “ტვ პირველის” თოქ შოუს თანაწამყვანები იქნებიან

20 თებერვალი, 2019 • 2660
ხუხაშვილი, ჩერგოლეიშვილი და ამაღლობელი “ტვ პირველის” თოქ შოუს თანაწამყვანები იქნებიან

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, “ტაბულას” დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი და პოეტი რატი ამაღლობელი მომავალი კვირიდან “ტვ პირველის” ღამის თოქ-შოუს თანაწამყვანები იქნებიან.

თოქ-შოუ საღამოს ეთერში კვირაში სამჯერ გავა.

რატი ამაღლობელი გადაცემას ტვ “პირველის” წამყვან ნინო ჟიჟილაშვილთან ერთად გაუძღვება, გია ხუხაშვილი- დიანა ტრაპაიძესთან ერთად, ხოლო თამარ ჩერგოლეიშვილი -ვახო სანაიასთან ერთად.

როგორც “ნეტგაზეთს” ტვ პირველის წამყვანმა დიანა ტრაპაიძემ უთხრა შენარჩუნდება ის გადაცემებიც, რომლებიც ამჟამად ჟურნალისტებს მიჰყავთ.

რატომ მიიღო არხმა თანაწამყვანების შესახებ გადაწყვეტილება, ჯერჯერობით უცნობია. “ნეტგაზეთმა” ვერ მოახერხა დაკავშირება არხის მენეჯმენტთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი