თბილისში, გაგარინის ქუჩაზე დილით მომხხარი ავარიის დროს 6 მანქანა დაზიანდა. როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შსს-ს თქმით, მომხდარის გამო ადმინისტრაციული წესით ერთ-ერთი ავტომანქანის მძღოლი დაჯარიმდა.