საქართველოს პრემიერ მინისტრი, მამუკა ბახტაძე თიბისის ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. განცხადებაში, რომელსაც მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს, პრემიერი დასძენს, რომ თემის ირგვლივ პოლიტიკური სპეკულაციები ისმის.
ბახტაძე კომენტარში ასევე განმარტავს, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, მოითხოვოს თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადაყენება – ის შინაარსობრივად ვერ შეაფასებს. თუმცა, აქვე დასძენს, რომ ეროვნული ბანკი ძალიან მაღალი პროფესიულ სტანდარით მოქმედებს.
“სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ მოვისმინეთ პოლიტიკური სპეკულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით. “თიბისი ბანკი” არის სისტემური მნიშვნელობის,ძლიერი ფინანსური ორგანიზაცია. რა თქმა უნდა, ის, რომ “თიბისი ბანკი” წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე, ჩვენი ეკონომიკის წარმატებაა და ეს ყველას კარგად აქვს გააზრებული.
ეროვნულმა ბანკმა, როგორც რეგულატორმა მიიღო გადაწყვეტილება და ბუნებრივია, მე მის შინაარსობრივ შეფასებას ვერგავაკეთებ, მაგრამ ვიცი ერთი რამ – ეროვნული ბანკი ყოველთვის მოქმედებს ძალიან მაღალი პროფესიული სტანდარტების დაცვით და ეს არის ყველასაერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის პოზიცია. “თიბისი ბანკი” არის ძლიერი, სისტემური ბანკი და ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი ფინანსური ინსტიტუტიარა მხოლოდ ფინანსური სექტორისთვის, არამედ ზოგადად ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის. აქედან გამომდინარე, მსურს, კიდევ ერთხელ მოვუწოდოყველას, თავი შეიკავონ პოლიტიკური სპეკულაციებისგან,” – ამბობს მამუკა ბახტაძე.
მისივე განმარტებით, არსებულ სიტუაციას პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს და თუკი ვინმეს აქვს პრეტენზია ამ საკითხზე, მისგან პოლიტიკური სპეკულაციების ნაცვლად, შინაარსობრივი არგუმენტები უნდა ისმოდეს.
მამუკა ბახტაძის შეფასებით, ასევე ძალიან ცუდი სპეკულაციაა აღნიშნული თემის დაკავშირება ანაკლიის პორტის მშენებლობასთან. მანამდე ანაკლიის პორტი თავის განცხადებაში სწორედ მამუკა ხაზარაძემ ახსენა.
“მინდა ყველას შევახსენო, რომ სწორედ ჩვენი პოლიტიკური გუნდი გახლავთ ამ უმნიშვნელოვანესი იდეის ინიციატორი და ჩვენ, როგორც მთავრობა, ყველაფინანსურ ინსტიტუტთან აქტიურად ვსაუბრობთ, რომ რაც შეიძლება დროულად დაიწყოს საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებისგან ამ უმნიშვნელოვანესიპროექტის დაფინანსება.
ეს არის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის და ამავე დროს რეგიონისთვის. ჩვენ შევძელით, რომ ძალიანმნიშვნელოვანი და ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად ყველა წამყვანმა ფინანსურმა ინსტიტუტმა გაითვალისწინა ანაკლია და მიმდინარეობს მისიდაფინანსების განხილვა. შესაბამისად, ამ საკითხის პოლიტიკურ სპეკულაციებში გადატანა, რა თქმა უნდა,
სრული უპასუხისმებლობაა. საქართველოს სჭირდებაღრმაწყლოვანი პორტი და აუცილებლად ექნება ის”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ეროვნული ბანკი, 14 თებერვალს გავრცელებული განცხადებით თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადაყენებას ითხოვს. ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ აქციონერთა კრებას სამეთვალყურეო საბჭოდან მათი გაწვევისთვის 2- თვიანი ვადა აქვს.
ეროვნულ ბანკის ამ გადაწყვეტილებას თიბისი ბანკი მალევე გამოეხმაურა. თიბისი ბანკში აცხადებენ, რომ 2007-2008 წლების ტრანზაქციაზე, რომლის საფუძველზეც ეროვნული ბანკი მოითხოვს, ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ სამეთვალყურეო საბჭო დატოვონ, სამართლებრივ დავას აგრძელებენ.
გადაწყვეტილებას გამოეხმაურა თავად მამუკა ხაზარაძეც, რომელმაც განმარტა რომ თიბისი-ს დატოვებას არ აპირებს და, ამავდროულად, დასძინა:
“დიდ ეჭვს იწვევს ისიც, რომ ასეთი აჩქარებული ტემპით გამოტანილი გადაწყვეტილება და ჩვენი რეპუტაციის შემლახველი კამპანიის წარმოება ხდება სწორედ ახლა, როდესაც ასე ახლოს ვართ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის – ანაკლიის პორტის წარმატებით განხორციელებასთან”.
ამავე თემაზე:
ხაზარაძე ანაკლიის პორტზე საუბრობს და თიბისის დატოვებას არ აპირებს