ახალი ამბები

თბილისის მერია სატენდერო პირობებს ამკაცრებს

7 აგვისტო, 2014 • • 941
თბილისის მერია სატენდერო პირობებს ამკაცრებს

ავთანდილ სუდაძე მიიჩნევს, რომ თბილისის მერიამ კეთილმოწყობის საკითხების მიმართ თითქმის ყველა მიმართულებით თავი არაქმედით მდგომარეობაში ჩაიგდო.

 

“ვგულისხმობ ხელშეკრულებაში ჩადებულ ისეთ პირობებს, რომელთა გამოც მერია ვერ ახორციელებდა თავის ფუნქციებს, ზედამხედველობასა და მონიტორინგს. ჩვენს მიერ გადამოწმებული იქნა რიგი ხელშეკრულებები, სადაც გამოვლენილია ზოგადი სახის ხარვეზები, რაც ეხება საგარანტიო პირობებს – საბანკო გარანტიების წარმოდგენას, შესრულების მონიტორინგს და ა.შ. ყველაზე მნიშვნელოვანი ხარვეზები ესენია, რომლებიც პირველ ეტაპზე იქნება გამოსწორებული.  მაგალითად, 770 ათასლარიან ხელშეკრულებაზე კომპანიას მოტანილი აქვს სადაზღვევო კომპანიის გარანტია, რომელიც მხოლოდ 1%-ს ანუ 7700 ლარს შეადგენს. თითქმის ყველა კომპანიასთანაა ასეთი მდგომარეობა, ხოლო კონტრაქტების გასაჯაროების საჭიროებას ბატონი მერი თავად განსაზღვრავს.”

 

სუდაძის განცხადებით,  უზრუნველყოფის გარანტია დაახლოებით 10%-მდე გაიზარდა. ასევე გამკაცრებულია ის პირობები, რომლითაც ხელშეკრულებაში შემოსული მხარე ვალდებულებებს ასრულებს.

თბილისის მერია
თბილისის მერია

მასალების გადაბეჭდვის წესი