მაია ფანჯიკიძე ამბობს, რომ დღევანდელი დღე ტრაგიკული დღეა საქართველოს ისტორიაში:
“ეს არის დღე, როდესაც 6 წლის წინ ომი დაიწყო რუსეთთან, საქართველო ჩათრეული აღმოჩნდა ამ ომში, ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა და ბევრი ოჯახი გაუბედურდა. ჩვენ მივედით მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, რათა პატივი მიგვეგო დაღუპულთა ხსოვნისთვის და კიდევ ერთხელ თანაგრძნობა გამოგვეცხადებინა დაღუპულთა ოჯახებისთვის. სამწუხაროდ, ამ ომის შედეგებს დღესაც ვიმკით, დღესაც ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის 20%, დღესაც უამრავი პრობლემა გვაქვს და გვყავს უამრავი იძულებით გადაადგილებული პირი, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფლებში დღესაც არის პრობლემები, რუსეთი განაგრძობს აგრესიულ ქმედებებს, ისევ აშენებს ხელოვნურ ბარიერებს და მავთულხლართებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ზღუდავს ადამიანის უფლებებს და არღვევს ადამიანის ფუნდამეტურ თავისუფლებებს და ყოველივე ამის გადალახვა, ამ საკითხების მოგვარება, არის საქართველოს მთავრობის უმთავრესი ამოცანა.”
მინისტრი აღნიშნავს, რომ საქართველომ მომავალს იმედით უნდა უყუროს, რადგანაც მისივე მოსაზრებით, საქართველო სწორი გზით მიდის და ამ გზაზე სიარულით ყველა პრობლემა გადაიჭრება.
