ახალი ამბები

თბილისში მშენებლობაზე მუშა დაიღუპა

15 თებერვალი, 2019 • 1315
თბილისში მშენებლობაზე მუშა დაიღუპა

თბილისში, შარტავას ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობაზე მუშა დაიღუპა. ნეტგაზეთს შსს-ში უთხრეს, რომ გარდაცვილი შუახნის კაცია.

მათივე ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი