ახალი ამბები

ყიფიანი: ხვალინდელ საფეხბურთო მატჩს საფრთხე არ ემუქრება

6 აგვისტო, 2014 • • 906
ყიფიანი: ხვალინდელ საფეხბურთო მატჩს საფრთხე არ ემუქრება

31 ივლისს ბაქოში ადგილობრივი ნეფთჩისა და საჩხერის ჩიხურას მატჩი გაიმართა ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეგიდით, რა დროსაც ქართველმა გულშეკმატკივრებმა სტადიონზე გამოფინეს საქართველოს დროშა, რომელშიც ზაქათალა და კახი საქართველოდ იყო მოხსენიებული. აზერბაიჯანული მედიასაშუალების ცნობით, ამ ფაქტმა სტადიონზე მყოფი აზერბაიჯანელი ქომაგების გაღიზიანება გამოიწვია და კონფლიქტში პოლიცია ჩაერია.

 

მინისტრის თქმით, ხვალინდელ მატჩს საფრთხე არ ემუქრება:

 

“საქმეში ჩართულია ყველა ის უწყება, რომლებიც ვალდებული არიან პრობლემები აღმოფხვრან. ჩვენ ზედამხედველობას ვუწევთ პროცესს. ფეხბურთის ფედერაციაში საგანგებო შეკრება გაიმართა, რომელშიც როგორც შს სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე სხვა ძალოვანი სტრუქტურები და პროფესიონალები მონაწილეობდნენ. ამიტომ ხვალინდელ მატჩს არანაირი საფრთხე ემუქრება, გულშემატკივრებმა თავის გუნდს უნდა უქომაგონ.”

 

თამაში ხვალ,  7 აგვისტოს, 21:00 საათზე, მ. მესხის სახელობის ლოკომოტივის სტადიონზე გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი