ახალი ამბები

ვალერი გელაშვილი: სააკაშვილისთვის ბრალის წაყენება მისასალმებელია

5 აგვისტო, 2014 • • 1332
ვალერი გელაშვილი: სააკაშვილისთვის ბრალის წაყენება მისასალმებელია

“დადებითაც ვაფასებ ბრალის წაყენებას. ჩემთვის ეს ყველაფერი აქამდეც ცნობილი იყო, ახლა კი პროკურატურამაც დაადასტურა. ირაკლი ოქრუაშვილს აქამდეც გაცხადედებული ჰქონდა, რომ ასეთი დავალება მიიღო, ჩემთვის მისი ჩვენება სანდოა,” – ამბობს ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი ვალერი გელაშვილი.

 

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ოთო კახიძე ამბობს, რომ საქმის მასალებს არ გაცნობია, რის გამოც კომენტარს ვერ გააკეთებს.

 

პროკურატურამ ყოფილ პრეზიდენტს და პრემიერ–მინისტრს ბრალი დღეს წაუყენა. ამასთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურამ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, 2005 წლის 29 ივნისს გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ვალერი გელაშვილი გამოთქვამდა უკმაყოფილებას მოქმედი პრეზიდენტის მიმართ, კერძოდ, იმასთან დაკავშირებით, რომ მას წაართვეს ქონება, რომლის ღირებულებასაც არ უნაზღაურებდნენ. ამავე სტატიაში მან შეურაცხმყოფელი ფორმით ისაუბრა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ცხოვრების შესახებ.

პროკურატურის მტკიცებით,  სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის სამაგალითოდ დასჯის მიზნით, პირადი შურისძიების მოტივით, საქართველოს თავდაცვის იმჟამინდელ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს დაავალა მოეხდინა ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება, რაზედაც ირაკლი ოქრუაშვილისაგან მიიღო უარი. ამის გამო მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის ფიზიკური ანგარიშსწორება დაავალა საქართველოს შინაგან საქმეთა იმჟამინდელ მინისტრს ივანე მერაბიშვილს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი