ახალი ამბები

ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 90-დან 15 დღემდე შემცირდა

2 აგვისტო, 2014 • • 1617
ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 90-დან 15 დღემდე შემცირდა


კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, მისი მიღების ზოგადი მიზეზია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოების სრულყოფის აუცილებლობა ადამიანის კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის უზრუნველსაყოფად და იმ ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრა, რაც კანონმდებლობაშია. 

 

ცვლილებების მიხედვით, ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვა გასაღების მიზნის გარეშე, ან/და ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ან გამონაკლის შემთხვევებში საქმის გარემოებების და დამრღვევი პიროვნების გათვალისწინებით, თუ ჯარიმის გამოყენება არასაკამრისად ჩაითვლება პირს შეეფარდება ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით.

 

გარდა ამისა, მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონოდ დათესვა, მოყვანა, ან კულტივირება გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო თუ ეს ზომა არასაკმარისად ჩაითვლება, გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღმდე ვადით.

 

აღნიშნული დანაშაულების წლის განმავლობაში ხელმეორედ ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე.

 

ასევე, ცვლილებების თანახმად, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია და გადაზიდვა გამოიწვევს დაჯარიმებას ათასიდან ორი ათას ლარამდე, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე.

 

ცვლილებები ეხება იმ ჰუმანური დახმარების პროდუქციის გაყიდვისთვის ბრალდების ნაწილსაც, რომელიც გათვალისწინებული იყო მოქალაქეებისთვის, ან იურიდიული პირებისთვის გადასაცემად. ასეთი დანაშაული გამოიწვევს ჯარიმას პროდუქციის ხუთმაგი ოდენობით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

 

ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა მცირდება წვრილმანი ხულიგნობისთვისაც. კერძოდ, თუ ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა 100 ლარი ასარაკმარისად ჩაითვლება, დამნაშავეს 15 დღემდე პატიმრობა შეეფარდება.


ადმინისტრაციული სასჯელის ვადა 15 დღემდე მცირდება სასამართლოს შენობის ბლოკრიებისთვის, ან შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებისთვის მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას, ან საქართველოს საერთო სასამართლოში. ასევე, დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა 15 დღემდე პატიმრობით დასჯას გამოიწვევს, ან გამასწორებელ სამუშაოს სამ თვემდე ვადით.

  

სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობა სამხედრო ვალდებულების მოხდისგან თავის არიდების მიზნით გამოიწვევს ჯარიმას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო ამ ჯარიმის დადგენილ ვადებში გადაუხდელობისთვის პატიმრობა, ცვლილებების მიხედვით, 90 დღიდან 15 დღემდე მცირდება.

 

მნიშვნელოვანი ცვლილება ხორციელდება ადმინისტრაციული დაკავების პროცედურაში. კერძოდ, დღემდე მოქმედი ნორმის თანახმად დაკავებულ პირს უფლებები განემარტება სამართალდალდარღვევის ოქმის შედგენისას, ოქმის შედგენა კი ძირითადად პირის დაკავებისას არ ხდება. კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ეს ნორმა ადამიანის უფელბებს არღვევს, შესაბამისად, კანონპროექტის ამ ნაწილში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, სამართალდამცავი ვალდებულია პირს დაკავებისთანავე გასაგებად განუმარტოს რა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინა და ასევე განუმარტოს დაკავების საფუძველი, განუმარტოს, რომ დაკავებულს აქვს უფლება ადვოკატზე, რომ თუ სურვილი აქვს მისი დაკავების და ადგილსამყოფელის თაობაზე აცნობებენ მის მეირ დასახელებულ ახლობელს, ან ადმინისტრაციას სწავლისა, თუ სამუშაოს მიხედვით.

 

ცვლილებების თანახმად, დაუშვებელ მტკიცებულებად ცხადდება ის განცხადება, რომელსაც პირი განმარტების მიღებამდე გააკეთებს.

 

ადმინსიტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს დაემატა ახალი ნაწილი, რომელიც მოსამართლეს ავალდებულებს საქმის განხილვა დაიწყოს დაუყონებლივ სამართალდარღვევის ოქმის და საქმის წარმოების სხვა მასალების მიღებისთანავე.

 

კანონი ძალაში შედის გამოქვეყენებისთანავე. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი