ახალი ამბები

სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოს მთავრობისთვის საპატრიარქო ისევ ფავორიტია

1 აგვისტო, 2014 • • 1547
სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოს მთავრობისთვის საპატრიარქო ისევ ფავორიტია

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის ბიურომ 2013 წლის ანგარიში “რელიგიის თავისუფლება 2013 წელს” გამოაქვეყნა.

 

ანგარიშში ცალკე თავი დათმობილი აქვს საქართველოს. ანგარიშის მიხედვით, უფლებების დარღვევის კონკრეტულ შემთხვევებში ოფიციალურმა პირებმა ვერ გასცეს შესაბამისი პასუხი საზოგადოების მცდელობას შეეზღუდათ უმცირესობების უფლებები, მაშინ როცა აღმსარებლობის თავისუფლება გარანტირებულია კონსტიტუციით.

 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ მთავრობა კვლავ აგრძელებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გამორჩევას სხვა კონფესიებთან შედარებით. საპატრიარქო უპირატესობით სარგებლობს სადაო ქონების დაბრუნების, პრივილეგირებული საკანონმდებლო და  საგადასახადო სტატუსის ფლობით,

 

საკონსტიტუციო შეთანხმება, რომელიც სახელმწიფოს არც ერთ სხვა რელიგიურ მიმიდინარეობასთან არ აქვს დადებული, გარდა მართლმადიდებელი ეკლესიისა, მღვდლებს სამხედრო სამსახურიდან ათავისუფლებს და საპატრიარქოს ანიჭებს უფლებას მთავრობას მისცეს რჩევები, განსაკუთრებით განათლების საკითხებში, წერია ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტი
სახელმწიფო დეპარტამენტი

ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ საპატრიარქო არის ერთადერთი რელიგიური გაერთიანება საქართველოში, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 25 მილიონს იღებს, ხოლო არ იხდის გადასახადს, მათ შორის მოგების გადასახადს, რომელიც შესდის სხვადასხვა პროდუქტის გაყიდვისას.

ყურადრება აქვს დათმობილი სადაო ქონების განაკარგვის საკითხს: მთავრობისა და მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობლივი კომისია მონიტრინგს უწევს საკუთრების გადაცემასა და იმის დადგენას, თუ რომელი კულტურული ნაგებობა არის რელიგიური მნიშვნელობის, მაშინ როცა რელიგუირ უმცირესობის არც ერთი წევრი არ შედის ამ კომისიაში.

 

სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ არ არსებობს ოფიციალური მექანიზმი, რომელიც დაარეგულირებს სახელმწფოს, ეკლესიასა და უმცირეოსბის რელიგიურ ჯგუფებს შორის სადაო ქონების განკარგვასთან დაკაშირებული საკითხების განხილვისას.

პრობლემურადაა შეფასებული ებრაული თემისთვის სინაგოგების გადაცემის საკითხი. მთავრობის წარმომადგენლები 2013 წლის განმავლობაში შეხვდნენ ებრაულ თემს, რომლებსაც მიაჩნია, რომ მთავრობის საკუთრებაში არსებული სინაგოგები, თემს უნდა დაუბრუნდეს.

 

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ ევროპელ ებრაელთა საზოგადოებას სინაგოგების მეთვალყურეობის ნება მისცა, სინაგოგები მანც სახელმწიფოს საკუთრებაში რჩეება.

სახელმწიფო დეპარტამენტს აღნშნული აქვს, რომ ეთნიკურ და რელიგიურ მიკუთვნებულობასა და  საცხოვრებელ ადგილს შორის არის დიდი კორელაცია.  ეთნიკურად ქართველების დიდ ნაწილი მიეკუთვნება მართლმადიდეებლ ეკლესიას. ხოლო სხვა მცირე მართლმადიდებელი გჯუფები რუსები, დუხობორები, სტაროვერები, არ მიეკუთვნებიან ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას.

სახელწიფო დეპარტამენტი მიუთითებს, რომ ეკლესია და სახელმწიფო საჯარო სკოლებში არასრულადაა გამიჯნული.

მთავრობამ ვერ შეძლო დაებრუნებინა ან შეენარჩუნებინა საეკლესიო ქონება, რომელსაც რელიგიური უმცირესობები აცხადებდნენ თავისად და რომლებსაც ამჟამად სამთავრობო უწყბები ფლობენ. ამ საკითხზე უკმაყოფილებას მუსლიმთა, ებრაელთა კათოლიკეების, ევანგელისტების, ბაპტისტებისა და სომხები თემები გამოთქვამენ, ნათქვამია ანგარიშში.

თბილისის მთავარი მეჩეთი
თბილისის მთავარი მეჩეთი

სახელწმიფო დეპარტამენტი ხაზს უსვამს იმას, რომ 2012 წელს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დარეგისტრირების შემდეგ ევალგელისტურმა ეკლესიას ახლად შეძენილი საკუთრება დაარეგისტრირა, თუმცა ქონება, რომელიც 2012 წლამდე ჰქონდა კვლავ კამათის საგანია.

ანგარიშისი ყურადღება აღნიNშულია სადაო ეკლესიების შესახებ საქართველოს მართლმადიდებლ და სხვა ეკლესიებს შორის. ხუთი ეკლესია თბილისში და ერთი ახალციხეში, რომლებიც ეკუთვნოდა მართლმადიდებელ და სომხურ ეკლესიას, არის სადაო. ხუთი ეკლესია, რომლის ფლობაზეც პრეტენზიას აცხადებს, ამიერკავკასიის რომის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია, გადაეცა საპატრიარქოს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.  

საქართველოს მთავრობას არ დაუბრუნებია კათოლიკური ეკლესია ახალციხის რაბათის აღდგენის შემდეგ, რომელიც ამიერკავკასიის რომის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია ეკუთვნოდა. უცირესობები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რომ სადაო ეკლესიების საკითხი გადაწუყვეტელი რჩება. იმ ფონზე,როცა რამდენიმე ნადგურდება, მაგალითად სურბ ნშანის ეკლესია თბილისში, აღნიშნულია ანგარიშში.  

ზეწოლის ფაქტები

 

სახელწმიფო დეპარტამენტმა ზეწოლისა და დევნის ფაქტებად შეაფასა ჭელასა და სამთაწყაროში მომხდარი დაპირისპირებები რელიგიურ ნიადაგზე. ანგარიშში ასევე, შევიდა ვანდალიზმისა და ზეწოლის ნაკლებად გახმაურებული შემთხვევბი, რომელიც სახალხო დამცველის ოფისმა აღნუსხა 2013 წლის განმავლობაში.   

 

ანგარშში განსაკუთრებული ყურადღება აქვს დათმობილი სამთაწყაროს შემთხვევას. სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებმა არ მისცეს ნება მუსლიმებს, რომ პარასკევის ლოცვა ჩაეტარებინათ,.  ასევე ადგილი ჰქონდა მოლას ცოლის ფიზიკურ ანგარიშსორებას და მისი ოჯახის მიმართ გაჟღერებულ მუქარებს.

 

“იმის მიუხედავად, რომ მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბიძნა ივანიშვილმა მიმართა ადგილობრივ მოსახლეობას, რომ პატივი ეცათ მუსლიმების რელიგიური თავისუფლებისთვის, ადგილობრივები აცხადებნენ, რომ ახალი სამლოცველო სახლის აშენების შემდეგ თავს მშვიდად ვერ იგრძნობდნენ.

 

 

ანგარიშში ხაზგასმულია მართლმადიდებელი ეკლესიის ჩართულობა ჭელას მინარეთის კონფლიქტში. დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ახალციხეში მართლმადიდებლი ეკლესიის მაღალი თანამდებობის ორი საეკლესიო პირი ჩავიდა ახალციხეში და აქციის მონაწეილეები შეაქო და მოუწოდა, რომ დაშლილიყვნენ რადგან “მინარეთი აღარ აიმართებოდა”.

პოლიციამ ჭელაში დააკავა 9 ადამიანი, რომელიც მინარეთის მოხსნას ეწინააღმდეგებოდა. საბოლოოდ, 9-იდან 6 ადამიანს 400 ლარიანი ჯარიმა შეუფარდეს.

 

28 ნოემბერს მინარეთის მოხსნიდან სამი თვის შემდეგ, მინარეთი ისევ აშენდა, რასაც მოჰყვა მართლმადიდებლების მხრიდან მშვდობიანი აქცია. აშშ აცხადებს, რომ აშს-ს საელჩო საქართველოში მხარს უჭერდა ჭელაში მინარეთის დადგმას.

სამების საკათედრო ტაძარი. © EPA 07.01.2010
სამების საკათედრო ტაძარი. © EPA 07.01.2010

სახელმწიფო დეპარტამენტმა ყურადღება გაამახვილა 2013 წლის 17 მაისის ჰომოფობიის საწინააღდმეგო აქციის ზაალდობრივი დაშლაში მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლების როლზე. ანგარიშში აღნშნულია, რომ საზოგადოებამ საგამოძიებო მოქმედებები არაეფექტურად შეაფასა და რამდენიმე ადამიანის წინააღმდეგ, რომლის მადასტურებლად იყო აშკარა სამხილები, გამოძიება არ დაუწყიათ.

 

კვლევაში აღნუსხუალია ომბუდსმენის ანგარიშზე დაყრდნობით, იეჰოვას მოწმეების მიერ წინა წლის განნმავლობაში დაწერილი 33 საჩივარი, რომელიც სამთავრობო პირებისა და საზოგადოების მხრიდან მათი რელიგიური უფლებების დარღვევაზე მიუთითებდა.

 

ანგარიშიში მოხმობილია ინციენტი, რომ თუ როგორ ესროდა რამდენიმე ახალგაზრდა იეჰოვას მოწმეების “სამეფო დარბაზს” ქვებს, თუმცა გამოძიება არ დაწყებულა, რადგან შსს-ს განცხადებით არ არსებობდა უტყუარი მტკიცებულებევი გამოძიების დასაწყებად.

 

ანგარიშში შევიდა 2013 წლის 4 ოქტომბერს ჰანუქას დღესასწაულზე, ექსტრემისტი მართმადიდებლების მოწყობილი აქცია, რომლებიც პრეზიდენტ მარგველაშვილს მოუწოდებდნენ არ აენთო სანთელი და “იუდას” ეძახდნენ.,

პოლიციამ დააკავა რამდენიმე ადამიანი ხულიგნობის ბრალდებით, ხოლო საპატრიარქო გაემიჯნა აქციის მონაწილეების ქმედებებს.

სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ქართველები რელიგიურ უმცირესობებს მიიჩნევენ ეკლესიისა და ეროვნული კულტურისთვის საშიშროებად. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა 2013 წლის 15 სექტემბერს ილია მეორის განცხადება “უმავლესობა ხშირად უფრო დაჩაგრულია”, იმასთან დაკავშირებით სჭირდებათ თუ არა უმცირესობებს სამართლებრივი გარანტიები.

პროზელიტიზმი სკოლაში

სახელმწიფო დეპარტამენტი ყურადღებას საჯარო სკოლებში რელიგიური უმცირესობის წევრი მოსწავლეები უფლებების დარღვევას მასწაველებლებისა და დირექციის მხრიდან. სკოლებში ისწავლება მართლმადიდებლური თეოლოგია, სკოლის ოთახებში არის ჯვრები და სხვადსხვა საეკლესიო ნივთი, გაკვეთილები იწყება ლოცვით, წერია ანგარიშში.

“მიუხედავად იმისა, რომ განათლeბის სამინისტროს გენერალური ინსპექცია არის ვალდებული რომ მასწავლებლების შეუფერებელი ქცევას მონიტრინგი გაუწიოს, ოჯახები თავს იკავებენ, მიმართონ დარღვევების შესახებ, რადგან არ სჯერათ გენინსოექციის ეფექტურობისა და ამასთანავე ეშინიათ რომ მასწავლებლებმა არ დასაჯონ დაუმსახურებლად მათი შვილები”, – წერია ანგარიშში.  

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა ქედაში მომხდარი “მეშვიდე დღის ქრისტიან ადვენტისტთა” მიერ აღნიშნული შემთხვევა, როცა სკოლის მასწავლებლებმა და დირექციამ უარი თქვეს გადაედოთ შაბათს დაგეგმილი გამოცდა, რადგან შაბათი უქმე დღეა.

მეშვიდე დღის ადვენტისტების ცნობით, გამოცდა სკოლის ადმინისტრაციამ ვერ გადადო განათლების სამინისტროს თანხმობის გარეშე, რომელიც სამინისტრომ არ მისცა.

 

სკოლამ გააკრიტიკა მოსწავლის რელიგიური არჩევანი და მოსწავლე ჩაიჭრა, რადგან იგი გამოცდას არ დაესწრო. მოსწავლემ მხოლოდ მას შემდეგ დაწერა გამოცდა, რაც “მეშვიდე დღის ადვენტისტების” წარმომადგენლებმა შეატყობინეს სახალხო დამცველის ოფისს, რომლებმაც ამ ფაქტის შესახებ საქართველოს განათლების სამინისტროს აცნობა, წერია ანგარიშში.  

 

კონფლიქტური რეგიონები 

 

ანგარიშში ყურადღება აქვს დათმობილი კონფლიქტურ რეგიონებს: აფხაზეთსა და ცხვინალს. აღნიშნლია, რომ  აფხაზეთში, სადაც არ ვრცელდება თბილისის იურისდიქცია, ლუთერანები, ბაპტისტები და ამიერკავკასიის რომის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია აცხადებენ, რომ აქვთ კაშირი თავისი თემის წევრებთან, თუმცა მართლმადიდებელ ეკლესიას არ აქვს.

 

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ასევე არ აქვს წვდომა სამხრეთ ოსეთში მდებარე ეკლესიებზე. იეჰოვას მოწმეებს სამხერეთ ოსეთში არ აქვთ ნება დართული ღვღთისმსახურება. ადგილობრივები მათ დევნიან, ხოლო მათი წიგნები მიჩნეულია “ექსტრემისტულ ლიტერატურად”.   

მასალების გადაბეჭდვის წესი