ახალი ამბები

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადისთვის მედლებს გადამუშავებული ნარჩენებისგან დაამზადებენ

9 თებერვალი, 2019 • 1233
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადისთვის მედლებს გადამუშავებული ნარჩენებისგან დაამზადებენ

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების ყველა მედალი გადამუშავებული ელექტრონული ნარჩენებისგან იქნება დამზადებული, — აცხადებენ ორგანიზატორები.

BBC-ის თანახმად, ამ მიზნით ელექტრონული ნარჩენების, მათ შორის ძველი სმარტფონებისა და ლეპტოპების, შეგროვება 2017 წელს დაიწყო. ორგანიზატორების მიზანია, შეაგროვონ 30.3 კგ ოქრო, 4 100 კგ ვერცხლი და 2 700 კგ ბრინჯაო.

 

მათივე თქმით, ამ რაოდენობის მასალები 2019 წლის მარტისთვის უკვე ექნებათ შეგროვებული.

მეტალი, რასაც მედლების დასამზადებლად გამოიყენებენ, მოპოვებულია იაპონიის მოსახლეობისგან, კერძო ბიზნესებისა და ინდუსტრიებისგან.

რიოს 206 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, მედლების დასამზადებლად გამოყენებული ვერცხლისა და ბრინჯაოს 30% გადამუშავებული ნარჩენებისგან იყო მიღებული.

“ტოკიო 2020” მედლების დიზაინებს წლის ბოლოსკენ გამოუშვებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი