ახალი ამბები

გორის მერიის ჩინოვნიკი, რომელმაც აქტივისტს თავზე ნაგავი დააყარა, გადადგა

8 თებერვალი, 2019 •
გორის მერიის ჩინოვნიკი, რომელმაც აქტივისტს თავზე ნაგავი დააყარა, გადადგა

გორის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მანველიშვილმა თანამდებობა დატოვა. როგორც “ნეტგაზეთს” გორის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, გათავისუფლების შესახებ განცხადება მანველიშვილმა  ორი კვირის წინ დაწერა და მერმა ის დღეს დააკმაყოფილა.

“ნეტგაზეთი” დაინტერესდ, უკავშირდებოდა თუ არა მანველიშვილის გადაწყვეტილება ინციდენტს, რომლის დროსაც მან აქტივისტ გიგა მაქარაშვილს თავზე ნაგვით სავსე სათლი დაამხო. პრესსამსახურში განგვიცხადეს, რომ მათთვის ადმინისტრაციის უკვე ყოფილი უფროსის გადაწყვეტილების მიზეზი უცნობია და ამ ინციდენტის შესახებ მის განცხადებაში საუბარი არაა.

სამოქალაქო აქტივისტ გიგა მაქარაშვილს, რომელმაც სხვა აქტივისტებთან ერთად გორის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართა, მერიის მაღალჩინოსანმა თავზე ნაგვით სავსე სათლი დაამხო. შემთხვევა 10 ოქტომბერს მოხდა.
აქტივისტი გიგა მაქარაშვილი მანველიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მერმა მას მხოლოდ საყვეური გამოუცხადა.

გამოძიება შსს-მ 126-ე (ძალადობის) მუხლით დაიწყო და ის ამ დრომდე არ დასრულებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი