ახალი ამბები

ოხანაშვილი “ოცნების” მიერ 9 დეპუტატის ინიციატივის მხარდაჭერას არ გამორიცხავს

7 თებერვალი, 2019 • 1170
ოხანაშვილი “ოცნების” მიერ 9 დეპუტატის ინიციატივის მხარდაჭერას არ გამორიცხავს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი არ გამორიცხავს, რომ მმართველმა გუნდმა მხარი დაუჭიროს 9 დეპუტატის საკანონმდებლო ინიციატივას მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ, თუ ის სასამართლო სისტემის გაუმჯობესების მიზანს ემსახურება.

როგორც ოხანაშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ჯერ არ იცნობსკოლეგების მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს და ამ საკითხზე გუნდში კონსულტაციები გაიმართება.

“მმართველი გუნდის და ჩვენი საზოგადოების საერთო ინტერესია, რომ უკეთესი სასამართლო სისტემა გვქონდეს – კიდევ უფრო უკეთესი შედეგებით და კიდევ უფრო ეფექტური. ამ მიმართულებით კიდევ მნიშვნელოვანი ღონისძიებები უნდა გავატაროთ. ჩვენი შიდა განხილვების, სამართლებრივი მსჯელობის, აზრთა გაცვლა-გამოცვლის შედეგად თუკი დადასტურდება, რომ წარმოდგენილი ინიციატივა სწორედ ამ მიზანს – სასამართლო სისტემის გაუმჯობესებას – ემსახურება და ჩვენ ამაში დავრწმუნდებით, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ წარმოადგენს ამას. უნდა გავიაროთ კონსულტაციები და შესაბამისი გადაწყვეტილება მივიღოთ”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ “ქართულმა ოცნების” მიერ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის გადავადების მხარდაჭერა  ბოლოდროინდელი დაპირისპირების აღმოფხვის შესაძლებლობა გახდეს, ოხანხაშვილი პასხუობს, რომ “ეს დამოკიდებულია კონკრეტულ პიროვნებებზე”.

9 დეპუტატი გამოდის საკანონმდებლო ინიციატივით, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საერთო სასამართლოების პირველ და მეორე ინსტანციებში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა 2025 წლამდე შეაჩეროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი