ახალი ამბები

ბორჯომის პარკის თანამშრომლები “ქართული ოცნების” მაისურებში [ფოტო]

30 ივლისი, 2014 • • 2263
ბორჯომის პარკის თანამშრომლები “ქართული ოცნების” მაისურებში [ფოტო]

ბორჯომის პარკის თანამშრომელი ქართული ოცნების მაისურში - 23.07.14
ბორჯომის პარკის თანამშრომელი ქართული ოცნების მაისურში – 23.07.14

საუბარია ორ სხვადასხვა თანამშრომელზე, რომლებიც დამსვენებლებსა და ტურისტებს ბორჯომის მინერალური წყლით ჭურჭელს უვსებენ. “ქართული ოცნების” 41-ნომრიან მაისურებში გამოწყობილმა თანამშრომლებმა პირად საუბრებში აღნიშნეს, რომ წლების წინ ფორმის სახით თეთრ ხალათებს ურიგებდნენ ახლა კი ეს მაისურები გადასცეს. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ნინო გოგოლაძემ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ იგი 29 ივლისს პარკში პირადად იმყოფებოდა ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად და იქ მსგავსი სურათი არ უნახავს. მისი თქმით, თანამშრომლებისთვის პოლიიტკური ძალის მაისურები პარკის ადმინისტრაციას არ დაურიგებია.

“ჩვენ გავარკვიეთ, რომ ეს პარკის ადმინისტრაციის მიერ დარიგებული მაისურები არ არის. უბრალოდ, შეიძლება, თანამშრომელს ეს მაისური ეცვა თავისი ინიციატივით”, – ამბობს იგი.

41-ნომრიან კოალიცია “ქართული ოცნების” მაისურებში გამოწყობილი თანამშრომლები ბორჯომის პარკში ბორჯომ TV-ის მიერ პარკის თემაზე მომზადებულ სიუჟეტშიც ჩანან. ეს სიუჟეტი youtube-ზე 17 ივლისსა ატვირთული.

სკრინშოტი ბოტჯომ TV-ის სიუჟეტიდან - 17.07.14
სკრინშოტი ბოტჯომ TV-ის სიუჟეტიდან – 17.07.14

მასალების გადაბეჭდვის წესი