როგორც ერთ-ერთი პატიმრის და  “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, პატიმრები ერთი კვირაა შიმშილობენ და შეწყალებასა და ვადამდე ადრე გათავისუფლებას ითხოვენ. ის ამბობს, რომ მის ძმას ხერხემალი დაზიანებული ჰქონდა, ციხეში ცემის შემდეგ მისი მდგომარეობა დამძიმდა და რამდენიმე წელია ეტლში ზის.

   

“ჩემი ძმა არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, ვერ დადის, წელს ქვევით მოწყდა, დიაბეტი აქვს და კიდევ თხუთმეტი დაავადება უთქვამთ. ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და ამისთანა კაცს რომ დაეხმარონ, ექვსი წელია აქვს დარჩენილი და იქ უნდა მოკვდეს მაინცდამაინც?”.



სასჯელარსრულების სამინისტროს ცნობით, ამ მსჯავრდებულმა სტაციონარში გადასაყვანად აუცილებელი პროცედურის გავლაზე უარი თვითონ თქვა.  

 

“ეს ადამიანი მოითხოვდა სასჯელაღსრულების ცენტრალურ საავადმყოფოში გადაყვანას და მიიღო კიდეც სამედიცინო პერსონალისგან თანხმობა ამაზე, თუმცა მან უარი განაცხადა შემოწმების აუცილებელ სავალდებულო პროცედურაზე, რომელიც ყოველთვის ტარდება დაწესებულებიდან დაწესებულებაში პატიმრის გადაყვანისას, შესაბამიდად ვეღარ გადაიყვანეს”.



რაც შეეხება მეორე მსჯავრდებულს, სასჯელარსრულების სამინისტროში აცხადებენ, რომ მას შიმშილობის იგივე მიზეზი აქვს, კლინიკაში გადაყვანას ითხოვს.



“ამის სამედიცინო ჩვენება ამ მომენტისათვის არ არსებობს. თუმცა, როცა ნამდვილად  იყო ამის ჩვენება, ის არამარტო გადაიყვანეს სტაციონარში, არამედ ქირურგიული ჩარევაც ჩაუტარდა და სრული მკურნალობა მიიღო. შესაბამისად ეხლა საუბარი სამედიცინო პერსონალის უყურადღებობაზე ნამდვილად არასწორია. თუ იქნება ჩვენება, ის მომავალშიც მიიღებს ანალოგიურ სამედიცინო დახმარებას, თუმცა ამ მომენტში ეს ჩვენება არ არსებობს”,- აცხადებენ სამინისტროში.


სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ისინი მოშიმშილე მსჯავრდებულების შესახებ საქმის კურსში არიან და პატიმრების მონახულებას აპირებენ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *