ახალი ამბები

ტუსკის აზრით, ბრექსიტის ხელშემწყობებს ჯოჯოხეთში სპეციალური ადგილი ეკუთვნით

6 თებერვალი, 2019 •
ტუსკის აზრით, ბრექსიტის ხელშემწყობებს ჯოჯოხეთში სპეციალური ადგილი ეკუთვნით

მე მაინტერესებს, როგორ გამოიყურება სპეციალური ადგილი ჯოჯოხეთში მათთვის, ვინც ხელი შეუწყო ბრექსიტს, მისი უსაფრთხოდ განხორციელების ყოველგვარი გეგმის გარეშე, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა.

ეს განცხადება მან ირლანდიის პრემიერ-მინისტრ ლეო ვარადკართან შეხვედრის შემდეგ გააკეთა და რამდენიმე წუთში სოციალურ ქსელ Twitter-ში მის ოფიციალურ გვერდზეც აიტვირთა.

ირლანდიასთან საზღვრის საკითხი ბრექსიტის ერთ-ერთი პრობლემური მიმართულებაა. მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ევროკავშირიდან გავსლის ტერეზა მეისეულ გეგმას, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა, ბრიუსელთან ალტერნატიული შეთანხმების მიღწევაზე მოლაპარაკებები გამართოს. ამასთან, ევროკავშირი თავისი პოზიციის გადახედვას არ აპირებს.

იმ შემთხვევაში, თუ ლონდონი და ბრიუსელი კონსენსუსს ვერ მიაღწევენ, დიდ ბრიტანეთს მოუწევს, 29 მარტს ევროკავშირი შეთანხმების გარეშე დატოვოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი