ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გუნდის ყველა წევრი შევინარჩუნოთ

6 თებერვალი, 2019 •
მამუკა მდინარაძე: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გუნდის ყველა წევრი შევინარჩუნოთ

ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ვერავინ მიუთითებს ამა თუ იმ დეპუტატს, რა გადაწყვეტილება მიიღოს.

მდინარაძის თქმით, უნდა დაველოდოთ ეკა ბესელიას საბოლოო გადაწყვეტილებას და შეფასებას წინმსწრებად ვერ გააკეთებს.

“ჩვენ ვუფრთხილდებით გუნდის თითოეულ წევრს. ვუფრთხილდებით იმ პოლიტიკურ ერთად შრომას, რაც ერთად გაგვიწევია, მათ შორის, არა მხოლოდ უახლოეს, არამედ 2011 წლიდან მოყოლებულ წარსულს.  ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გუნდი იქნას შენარჩუნებული; გუნდის ყველა წევრი იქნას შენარჩუნებული, მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა შეუთანხმებელი თუ შეთანხმებული განცხადებები გაეკეთებინა ან რადიკალურად განსხვავებული პოზიცია ჰქონოდა”, – განაცხადა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილი “ქართული ოცნების” დატოვებას არ გამორიცხავენ.

ამავე თემაზე:

ეკა ბესელია რამდენიმე დღეში გადაწყვეტს, დატოვებს თუ არა “ქართულ ოცნებას”

ჩემს თავში გადაწყვეტილება მიღებული მაქვს – გოგიჩაიშვილი “ოცნების” შესაძლო დატოვებაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი