ახალი ამბები

მაჩალიკაშვილის 150 წერილი დეპუტატებს საგამოძიებო კომისიის შექმნაზე

6 თებერვალი, 2019 • 784
მაჩალიკაშვილის 150 წერილი დეპუტატებს საგამოძიებო კომისიის შექმნაზე

პანკისში სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ პარლამენტში დეპუტატების სახელზე წერილები შეიტანა.

განცხადებაში, რომელიც მალხაზ მაჩალიკაშვილმა საკანონდებლო უწყებაში 150 დეპუტატის სახელზე შეიტანა, კანონმდებლებს პოზიციის დაფიქსირებას სთხოვს, ემხრობიან თუ არა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას.

მაჩალიკაშვილი დეპუტატებს პოზიციის წერილობით დაფიქსირებას სთხოვს:

” გამეცით პასუხი, მძინარე მოკალით თუ ეღვიძა, პასუხს არ მცემენ. დღემდე ცდილობენ, ერთი ადამიანი მაინც იპოვონ, რომ თქვან თემირლანზე უარყოფითი, დღესაც გრძელდება გამოძიება. მძინარე ბავშვი მოკლეს, შემდგომ გამოიძება დაიწყეს და ტერორისტად გამოაცხადეს. ტერორიზმი ისეთ ისიტყვაა, რომელიც მე მზარავს” ,- თქვა მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტში.

თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მისი შვილის მკვლელობის საქმის გამოძიებას ითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი