გედევან ფოფხაძეს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, დატოვებს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობას. ნეტგაზეთთან საუბრისას ფოფხაძე ამბობს, რომ მისი გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება, საბოლოოდ რა პოზიცია ექნება “ქართულ ოცნებას” სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით. ფოფხაძის მტკიცებით, ის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ანრი ოხანაშვილს მხარს არ დაუჭერს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრისთვის მიუღებელია ის განცხადება, რაც “ქართული ოცნების” პოლიტიკურმა საბჭომ გაავრცელა. საბჭოს მიერ დღეს, 5 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მმართველი პარტია სასამართლოს დისკრედიტაციას არ დაუშვებს.
“ამ განცხადების ტექსტი მე არ მომწონს, თუმცა, რამდენად გახდება ეს საკითხი პარტიის დატოვების მიზეზი, ეს სხვა საკითხია და დღეს ის დღის წესრიგში არ დგას. გუნდთან რა შეთანხმება მოხდება და როგორ მოვილაპარაკებთ, ამაზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული. პარტიის დატოვებაზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ მაქვს”,-ამბობს ფოფხაძე.
ამავე თემაზე
ოცნება: არ დავუშვებთ სასამართლოს უსამართლო და უკანონო დისკრედიტაციას