ახალი ამბები

დეკანოზ მამალაძის ოჯახის წევრები საპატრიარქოსთან კარავს შლიან [ფოტო/ვიდეო]

4 თებერვალი, 2019 •
დეკანოზ მამალაძის ოჯახის წევრები საპატრიარქოსთან კარავს შლიან [ფოტო/ვიდეო]

დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები საპატრიარქოსთან კარვებს შლიან. ამის შესახებ ნეტგაზეთს მსჯავრდებული დეკანოზის ძმამ, თორნიკე მამალაძემ განუცხადა.

თორნიკე მამალაძის თქმით, კარავში მამალაძის ოჯახის წევრები დარჩებიან მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება. მამალაძის ოჯახის წევრებმა საპატრიარქოსთან აქცია დღეს დაიწყეს. თორნიკე მამალაძის თქმით, აქცია 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება. მისი თქმით, ოჯახი დეკანოზ მამალაძის ზიარებას ითხოვს.

“ციანიდის საქმეზე” მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები საპატრიარქოსთან კარავს შლიან და პერმანენტულ აქციებს იწყებენ

Posted by netgazeti.ge on Monday, February 4, 2019

დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებმა საპატრიარქოსთან კარვები გაშალეს 4.02.18 ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი