FB-ს გაუქმება უფრო ბედნიერს, მაგრამ ნაკლებად ინფორმირებულს გაგხდით – კვლევა

ახალი კვლევის თანახმად, ფეისბუკის ანგარიშის გაუქმება, შესაძლოა, თქვენი ემოციური მდგომარეობისთვის უკეთესი იყოს, მაგრამ ეს ნაბიჯი მიმდინარე მოვლენების თაობაზე სავარაუდოდ ნაკლებად ინფორმირებულს გაგხდით.

ნიუ-იორკისა და სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გადაწყვიტეს გაერკვიათ, როგორ ცხოვრობენ ის ადამიანები, ვინც ანგარიშების დეაქტივაცია განახორციელეს. მკვლევარებმა მოქალაქეებს ოთხი კვირით ფეისბუკზე უარის თქმის სანაცვლოდ 102 დოლარი გადაუხადეს.

კვლევის მიხედვით, ფეისბუკისაგან თავისუფალი ადამიანები უფრო ბედნიერები არიან, ინტერნეტში ნაკლებად აქტიურობენ და სხვა სოციალურ ქსელებსაც ნაკლებად იყენებენ. კვლევამ აჩვენა, რომ ისინი პოლიტიკურად ნაკლებად არიან პოლარიზებული, მაგრამ მიმდინარე მოვლენების შესახებ უფრო ცოტა ინფორმაციას ფლობენ.

“ადამიანებმა თქვეს, რომ როდესაც მათი ანგარიშები დეაქტივირებული იყო, 30 წუთით მეტი თავისუფალი დრო ჰქონდათ. მას შემდეგ რაც კვლევა დასრულდა, უმრავლესობამ საკუთარი ანგარიშების აღდგენა გადაწყვიტა, თუმცა მათი უმეტესობა სოციალურ ქსელებს უფრო ნაკლები სიხშირით იყენებს”, – იუწყება CNN.

მკვლევარები ამბობენ, რომ კვლევის მიგნებები ფეისბუკის არც სასარგებლო და არც საწინააღმდეგო არ არის. მათი თქმით, მიზანი იყო ადამიანებისათვის ეჩვენებინათ როგორ იყენებენ ისინი სოციალურ მედიას. მკვლევარების თქმით, კვლევამ ფეისბუკის გამოყენების სარგებელიც აჩვენა: სოციალიზაციის პლატფორმა, გართობის წყარო და ა.შ.

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com