კაბო-ვერდემ მის დედაქალაქ პრაიას პორტში შესული რუსული გემიდან დაახლოებით 10 ტონა კოკაინი ამოიღო და 11 ადამიანი დააკავა.
ინფორმაციას ამის შესახებ “როიტერსი” ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ კონფისკირებული ნარკოტიკების ყველაზე დიდი პარტიაა კუნძულოვანი სახელმწიფოს ისტორიაში.
9,5 ტონა კოკაინი აღმოჩენილ იქნა გემში, რომელიც სამხრეთ ამერიკიდან მაროკოში მიემართებოდა, თუმცა ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრის გარდაცვალებასთან დაკავშირებული სამართლებრივი პროცედურების გამო პრაიას პორტში შეჩერდა. პოლიცაიის ინფორმაციით, მათ შეტყობინება გემის მიერ საეჭვო ნივთიერებების გადატანის შესახებ საერთაშორისო სააგენტო MAOC-სგან მიიღეს, რომელიც ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფოსთვის ნარკოტრეფიკის საწინააღმდეგო მოქმედებების კოორდინატორი პლატფორმაა.
თერთმეტივე დაკავებული რუსეთის მოქალაქეა.