ახალი ამბები

ნარკოტიკების ფლობისთვის მოქალაქე ზურა ნიჟარაძეს 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება

13 ნოემბერი, 2023 • 16035
ნარკოტიკების ფლობისთვის მოქალაქე ზურა ნიჟარაძეს 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება

მოქალაქე ზურა ნიჟარაძეს, რომელიც 11 ნოემბერს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ნიჟარაძის ადვოკატის, ნინო ლალიაშვილის ინფორმაციით, პროკურატურა მას ედავება 1,4628 გრამი MDMA-ს, 0.000105 გრამ LSD-სა და 4,76617 გრამი კეტამინის ჯგუფის ფსიქოტროპული ნივთიერებების ფლობას.

ნიჟარაძეს ბრალი წარედგინა სისხლის სამართის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-6 ნაწილებით და 261-ე მუხლის მე-3 ნაწილით. წარდგენილი მუხლები გულისხმობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას, რაც ჯამში, 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

წინასასამართლო სხდომა 28 დეკემბერს ჩაინიშნა. ადვოკატის ინფორმაციით, ამავე სხდომაზე დააყენებს შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიბის გადასინჯვის შესახებ და ბრალდებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს.

გარდა ამისა, ნიჟარაძის მეგობრები სოციალურ ქსელში აწარმოებენ მის მხრდამჭერ კამპანიას და აგროვებენ თანხას საპროცესო შეთანხმებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი