საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებით, ქუთაისის აეროპორტიდან პირდაპირი ფრენები 6 ახალი მიმართულებით განხორციელდება.
მინისტრის თქმით, ეს მიმართულებებია ბელგია, დანია, შვეიცარია ჰოლანდია, ესტონეთი და იტალია.
როგორც მინისტრმა განმარტა, ახალი რეისი იტალიის ქალაქ ბარიში იფრენს, ესტონეტის მიმართულებით კი ქუთაისი-ტაილინის რეისი ინიშნება.
საქართველო პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ახალ მიმართულებებზე ფრენები პირველი აგვისტოდან განხორციელდება.