გუშინ, 31 იანვარს, გვიან ღამით თემქაზე CO-ს ინტოქსიკაციით საავადმყოფოში 3 ადამიანი გადაიყვანეს. მოწამლულებს შორის ორი არასრულწლოვანია.
არასრულწლოვნები სასწრაფო დახმარების მანქანამ იაშვილის კლინიკაში გადაიყვანა, საიდანაც ისინი დღეს დილით გაწერეს. შსს-ში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ არც ოჯახის სხვა წევრებს აღენიშნებათ ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანებები. უწყებამ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.