ახალი ამბებირეკლამა

„გაზგამანაწილებელი“: ივნისში გაზით მოწამვლის ან გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა

23 ივლისი, 2019 • 1574
„გაზგამანაწილებელი“: ივნისში გაზით მოწამვლის ან გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა

„გაზგამანაწილებელი“ განცხადებას ავრცელებს

„გაზგამანაწილებელი“ ინტენსიურად განაგრძობს უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში აბონენტების ინფორმირებას, მათი საცხოვრებელი ფართებისა და გაზგაყვანილობისა და კუსტარულად დამონტაჟებული გაზდანადგარების შემოწმებას. კამპანიის ფარგლებში ინტენსიური მუშაობის შედეგია ის, რომ ივნისში გაზით მოწამვლის ან გარდაცვალების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. კომპანია, პირველ რიგში, მადლობას უხდის იმ აბონენტებს, რომლებმაც გაითვალისწინეს სპეციალისტების რჩევები, შეცვალეს ან მოაწესრიგეს შიდა გაყვანილობა და გაზდანადგარები. მადლობა კომპანიის სპეციალისტებსა და თანამშრომლებს, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ, რათა ყველა აბონენტი დაარწმუნონ უსაფრთხოების ნორმების აუცილებლობაში. განსაკუთრებული მადლობა მედიასაშუალებებს, რომლებიც მუდამ მზად არიან, აქტიურად ჩაერთონ და გააშუქონ უსაფრთხოების კამპანია.

აქვე გაგაცნობთ ივნისში კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარების ჩახსნის სტატისტიკას. კომპანიის სპეციალისტებმა გასულ თვეში თბილისში, საცხოვრებელ ბინებში, სულ, 2495 კუსტარულად დამონტაჟებული და სიცოცხლისთვის სახიფათო გაზის დანადგარები ჩაჭრეს. აღსანიშნავია, რომ ბინის მეპატრონეთა უმეტესობა ერთხელ უკვე გაფრთხილებული და ინფორმირებული იყო მოსალოდნელ საფრთხეებზე, გაზის დანადგარები კი ჩახსნილი. თუმცა პირველ ჯერზე მათ ეს გაფრთხილება არ გაითვალისწინეს და ქსელზე წყალგამაცხელებლები და გამათბობლები თვითნებურად მიაერთეს.

კომპანია კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ – კუსტარულად და თვითნებურად მიერთებული, განსაკუთრებით კი ღია კამერიანი გაზის დანადგარები საშიშია როგორც თქვენი ოჯახის წევრებისთვის, ისე თქვენს მეზობლად მცხოვრები სხვა ადამიანებისთვისაც.

გთავაზობთ 2019 წლის ივნისში თბილისში სიცოცხლისთვის სახიფათო დანადგარების ჩაჭრის სტატისტიკას უბნების მიხედვით:

[checklist]

  • სამგორი – 655
  • სანზონა – 299
  • გლდანი – 272
  • ისანი-ვაზისუბანი – 266
  • საბურთალო – 158
  • ჩუღურეთი – 151
  • ნაძალადევი – 150
  • კრწანისი – 137
  • ნუცუბიძე – 113
  • დიდუბე – 112
  • დიღომი – 87
  • წყნეთი – 38
  • მთაწმინდა – 33
  • ვაკე – 24

[/checklist]

[crosslist]

  • სულ – 2495

[/crosslist]

მასალების გადაბეჭდვის წესი