ახალი ამბები

მხუთავი აირით 2016 წლიდან დღემდე თბილისში, სულ მცირე, 95 ადამიანი დაიღუპა

17 იანვარი, 2019 •
მხუთავი აირით 2016 წლიდან დღემდე თბილისში, სულ მცირე, 95 ადამიანი დაიღუპა

კომპანია “ყაზტრანსგაზი” აცხადებს, რომ ბოლო სამ წელიწადში — 2016, 2017 და 2018 წლებში- თბილისში გამათბობლების არასწორად დამონტაჟების გამო მხუთავი აირით, ნახშირჟანგით (CO-თი), 86 ადამიანი დაიღუპა და 286 მოიწამლა.

2019 წელს კი, ამ დრომდე, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით,  სავარაუდოდ გაზით ინტოქსიკაცია შედეგად, 9 ადამიანი გარდაიცვალა.

CO უსუნო და უხილავი აირია, რომელიც ნახშირბადის არასრული წვის შედეგად წარმოიქმნება;

მასალების გადაბეჭდვის წესი