ახალი ამბები

ვარკეთილში ბუნებრივი აირის ნამწვით მოწამვლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

21 იანვარი, 2019 • 3367
ვარკეთილში ბუნებრივი აირის ნამწვით მოწამვლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

ვარკეთილში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით მოწამვლის შედეგად ორი კაცი დაიღუპა.

როგორც ნეტგაზეთს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა დღეს, 21 იანვარს მოხდა.

როგორც დაღუპულების მეზობლები ამბობენ, გარდაცვლილები  მეზობლები იყვნენ და ერთ-ერთის სახლში ტელევიზორს საყურებლად იმყოფებოდნენ. მოწამვლა კი, მეზობლების თქმით, სავარაუდოდ, გაზის გაუმართავმა გამათბობელმა გამოიწვია.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი