გრიგოლ ვაშაძე მიიჩნევს, რომ ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუს (NDI) კითხვარში ნაციონალური მოძრაობის ნაცვლად, “გაერთიანებული ოპოზიცია” რომ შეეყვანა, შედეგი განსხვავებული იქნებოდა. ამასთან, განმარტავს, რომ კვლევის შედეგებს სრულად ენდობა.
“ძალიან დამწყდა გული იმაზე, რომ გაერთიანებული ოპოზიცია ამ კითხვარში არ არის შეყვანილი და იქ მხოლოდ ნაციონალური მორაობა ეწერა. ოპოზიციის გაერთიანება ჩვენს პოლიტიკაში უზარმაზარი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო და დამიჯერეთ, შედეგები სულ სხვანაირი იქნებოდა,”-ამბობს ვაშაძე.
30 იანვარს გამოქვეყნებული NDI-ის კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს 24% “ქართულ ოცნებას” მისცემდა ხმას, 11%- ენმ-ს, ხოლო 3%- პატრიოტთა ალიანსს.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და CRRC–საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევის ცდომილება 2.1 პროცენტს შეადგენს.