ახალი ამბები

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი შეამცირა

30 იანვარი, 2019 • 895
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი შეამცირა

ეროვნული ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი შეამცირა.  25 საბაზისო პუნქტით შემცირების შემდეგ რეფინანსირების განაკვეთი 6.75%-ს შეადგენს. ეს გადაწყვეტილება სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის კომიტეტმა დღეს, 30 იანვარს მიიღო.

რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას ეროვნული ბანკი ინფლაციის მიზნობრივ დონეს უკავშირებს. ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ 2018 წლის განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებელი  მიზნობრივ დონესთან 3%-თან ახლოს იყო. სებ-ის პროგნოზით, ინფლაცია საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ იმოძრავებს.

“გასული წლის ივლისში ეროვნულმა ბანკმა ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივად გამოსვლის პროცესი დაიწყო. საგარეო სექტორიდან მომდინარე მაკროეკონომიკური რისკების შემცირებასთან ერთად, კომიტეტის წინა სხდომის შემდეგ შესუსტდა ინფლაციის პროგნოზზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები. იმის გათვალისწინებით, რომ ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე ინფლაციური წნეხი კვლავ სუსტი რჩება, კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება,”-წერია სებ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” ინფორმაციით, 72 745 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდებათ.  მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2019 წლის 13 მარტს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი