ახალი ამბები

კონკურენციის სააგენტო თვენახევარზე მეტია, პურის გაძვირების საკითხს სწავლობს

29 იანვარი, 2019 •
კონკურენციის სააგენტო თვენახევარზე მეტია, პურის გაძვირების საკითხს სწავლობს

კონკურენციის სააგენტო თვენახევარზე მეტია, პურის გაძვირების საკითხს სწავლობს.

პური 2018 წლის 10 დეკემბრიდან 10 თეთრით გაძვირდა. საქართველოს პრემიერმა, მამუკა ბახტაძემ 10 დეკემბერსვე განაცხადა, რომ პურის ფასის ზრდა შესაძლოა არასამართლიან კონკურენციასაც უკავშირდებოდეს.

იმავე დღეს ნოდარ ხადურმა, კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ, ნეტგაზეთს უთხრა, რომ სააგენტო შეისწავლიდა ფასის ზრდის საკითხს.

29 იანვარს ნეტგაზეთს კონკურენციის სააგენტოს პრესსამსახურში უთხრეს, რომ კვლავ მიმდინარეობს საკითხის შესწავლა, უფრო ზუსტად — მიღებული ინფორმაციის დამუშავება.

სააგენტოს თანახმად, მონიტორინგის დასრულების შემდეგ შედეგები გასაჯაროვდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი