“არსებობს მოსაზრება, რომ ჩვენ საქმე შესაძლო არასამართლიან კონკურენციასთან გვქონდეს,” – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერი, მამუკა ბახტაძე პურის ფასის ზრდას.
დღეს, 10 დეკემბრიდან, მაღაზიის დახლებზე პურის ფასმა დაახლოებით 10 თეთრით მოიმატა. ბახტაძემ მთავრობის სხდომაზე შესაბამის ორგანოებს ფასის ზრდის შესწავლა და შესაბამისი ანგარიშის მომზადება დაავალა.
“არსებობს მოსაზრება, რომ ჩვენ საქმე შესაძლო არასამართლიან კონკურენციასთან გვქონდეს. მინდა შესაბამის ორგანოებს მივმართო – უმოკლეს ვადებში შეისწავლონ ეს სტიუაცია და მოამზადონ ანგარიში, თუ რასთან გვაქვს საქმე. საქართველო არის საბაზრო ეკონომიკა, ჩვენ ვართ ღია ეკონომიკა, მაგრამ არასამართლიანი კონკურენციის კეთების საშუალებას ჩვენ ვერავის ვერ მივცემთ. შესაბამისად, მივმართავ ამ ორგანოებს, რომ უმოკლეს ვადებში მოამზადონ შესაბამისი დასკვნები,” – ამბობს პრემიერი.
ამავე თემაზე: