საქმე ეხება “გუდაური სქი რეზორტისთვის” 50 000 ლარის სანაცვლოდ პირგასამტეხლოს მოხსნას.

 

ამ საქმეზე ბრალი აქვს წაყენებული  გიგი უგულავას ქვისლს, გიორგი ღონიაშვილს. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ღონიაშვილი დაუკავშირდა ქონების მართვის სააგენტოს უფროსს დავით ჭედიას და სთხოვა “გუდაური სქი რეზორტისთვის” დარიცხული პირგასამტეხლოს მოხსნა და ამასთან დაკავშირებით მთავრობის სხდომაზე საკითხის გატანა.

 

“დავით ჭედიამ, მოქმედებდა რა გიორგი ღონიაშვილის ინტერესების სასარგებლოდ, საჯარო ინტერესების საწინააღმდეგოდ, სამსახურებრივი უფლებამოსილება გამოიყენა ბოროტად და მსი დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურის თანამშრომლებს მოამზადებინა “გუდაური სქი რეზორტისთვის” პირგასამტეხლოს მოხსნასთან დაკავშირებული პროექტი”, – განაცხადეს საგამოძიებო სამსახურში. მათივე ინფორმაციით, მთავრობის სხდომაზე აღნიშნული პროექტის მიღებით არსებითად დაირღვა საჯარო ინტერესი.

 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *