როგორც თეა წუკუნიანი აცხადებს, პრემიერი მათ მომავალზე ესაუბრა და ყველა მათგანი თუ არა, ზოგიერთი მაინც დაიკავებს სხვა თანამდებობას:

 

 

“სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით გეტყვით იმას, რომ ზოგიერთი ჩემი კოლეგის, რომელიც მინისტრი აღარ არის, გარკვეულწილად შემშურდა კიდეც, რადგან მათ აგვისტოში დასვენების საშუალება მიეცემათ, უფრო სერიოზულად კი, მე მათთან ვმეგობრობ, ვესაუბრე, ისინი აბსოლუტურად მშვიდად შეხვდნენ ამ გადაწყვეტილებას. ისინი რჩებიან ჩვენს მეგობრებად, გუნდის წევრებად და არ არის გამორიცხული, რამდენიმე მათგანი, თუ ყველა არა, სხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ვიხილოთ, თუკი მათი სურვილი იქნება. მე ვიცი, რომ პრემიერის მხრიდან მათთან მომავალზე საუბარი იყო. ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში პროგრესული სახელმწიფო შეიქმნას”, – აცხადებს თეა წულუკიანი.

 

წულუკიანი
წულუკიანი

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *