ანონსი იმის თაობაზე, რომ შალვა ფიფია აღნიშნულ პრეზენტაციას მინისტრის რანგში დაესწრებოდა, სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა.

 

“21 ივლისს, 11:00 საათზე, სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის, არასამთავრობო და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს “სოფლის მეურნეობის განვითარების 2014-2020 წლების სტრატეგიას” გააცნობს”, – ნათქვამი იყო პრესსამსახურის განცხადებაში, თუმცა ფიფია ადგილზე არ მისულა. 

 

პრემიერ–მინისტრის განცხადებით, მინისტრების დათხოვნის შესახებ მის გადაწყვეტილებას გუშინ კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭომ მხარი დაუჭირა და ამის შესახებ მინისტრებს გუშინვე ეცნობათ.

 

შალვა ფიფია
შალვა ფიფია

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *