“ბალენსიაგას” კრეატიულმა დირექტორმა და Vetements-ის დამფუძნებელმა დემნა გვასალიამ გამოუშვა შავი, გრძელმკლავიანი მაისურები, თეთრი წარწერით “კმარა”.

მაისურზე “კმარას” ლოგოცაა დატანილი — მაღლა აწეული მუშტი. “კმარა” 2000-იანი წლების დასაწყისში პოლიტიკური მოძრაობა იყო, რომელიც პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ გამოდიოდა და “ვარდების რევოლუციის” მნიშვნელოვანი მონაწილე იყო.

“კმარას” აქტივისტები. 7 ნოემბერი, 2003. წყარო: BBC/AP

ზედა, რომელიც გვასალიამ Vetements-ის ხაზით გამოუშვა, ვებსაიტზე mrporter.com 492 ევრო ღირს. მაღაზიის თანახმად, მაისური 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ნაწილია.

წყარო: mrporter.com
წყარო: mrporter.com
წყარო: mrporter.com
წყარო: mrporter.com