თანამდებობას დატოვებენ სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი, დევნილთა და განსახლების მინისტრი დავით დარახველიძე, გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მინისტრი კონსტანტინე სურგულაძე.

 

“ჩვენ სხვა რეჟიმში უნდა გადავიდეთ, სხვა ტემპებია საჭირო, სხვა გამოწვევების წინაშე ვდგავართ, ამიტომ მე მივიღე გადაწყვეტილება მთავრობის შემადგენლობაში შევიტანო ცვლილებები. მთავრობის საქმიანობაში შეიძლება იყოს გარკვეული ხარვეზები, მაგრამ მთავარია მოხდეს ამ ხარვეზების დროული გამოვლენა და დროული ცვლილება”, – განაცხადა ღარიბაშვილმა. მისი თქმით, ეს საკითხი მათ გუშინ, კოალიციის პოლიტსაბჭოზე განიხილეს, სადაც მისი გადაწყვეტილება აბსოლუტურმა უმრავლესობამ მოიწონა.

 

ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ახალი მინისტრების ვინაობა ხვალ ან ზეგ გახდება ცნობილი. მისივე თქმით, სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი დევნილთა სამინისტროში გააგრძელებს მუშაობას, ხოლო ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი გარემოს დაცვის მინისტრს ხათუნა გოგალაძეს შეცვლის.


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *