ახალი ამბები

მარგველაშვილის განმარტება: თვითმკვლელობაც მკვლელობაა

18 ივლისი, 2014 • • 1012
მარგველაშვილის განმარტება: თვითმკვლელობაც მკვლელობაა

“ქართული სიტყვა მკვლელობა ნიშნავს ცოცხალი ორგანიზმისთვის სიცოცსლის მოსპობას. იქნება ეს მკვლელობა, რომელსაც თვითონ ადამიანი ჩადის თავის თავზე, თუ სხვაზე ახორციელებს, ყველაფერი ეს მკვლელობაა. მე ამითი იმის თქმა მინდა, რომ იურიდიული კვალიფიკაცია იმ მომენტში არ მიმინიჭებია. თუმცა გულწრფელად შემიძლია გითხრათ, რა განცდა მქონდა მაშინ, და მაქვს ახლაც, გამომდინარე იქიდან, რომ ეროსისთან მაკავშირებდა პიროვნული ურთიერთობა,”- განაცხადა მარგველაშვილმა გადაცემაში “კვირის თემა”.

 

მარგველაშვილმა 15 ივლისს განაცხადა, რომ ეროსი კიწმარიშვილის მკვლეობა არის საზარელი შემთხვევა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს:

 

“დამატებითი ინფორმაცია არ მაქვს, მე მინდა მივუსამძიმრო ბატონი ეროსის ოჯახს, მის ახლობლებს მივუსამძიმრო ეს ტრაგიკული ფაქტი. აუცილებლად უსწრაფესად უნდა მოხდეს გამოძიება. ბუნებრივია, ამ საზარელ მკვლელობას პასუხი უნდა გაეცეს. პირველ რიგში, მე ოჯახის მწუხარებას ვიზიარებ ამ ფაქტთან დაკავშირებით”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

ეროსი კიწმარიშვილი საკუთარ მანქანაში ცეცხლსასროლი იარაღით მკვდარი იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის მიხედვით, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. 

 

გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი