ახალი ამბები

ეთიკის ქარტია “ბურსა” “ჩიხურას” მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს შორის კონფლიქტს ეხმიანება

27 ივლისი, 2014 • • 1039
ეთიკის ქარტია “ბურსა” “ჩიხურას” მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს შორის კონფლიქტს ეხმიანება

ეთიკის საბჭო მიიჩნევს, რომ რა ვითარებაც უნდა უძღოდეს წინ მსგავს კონფლიქტს, ჟურნალისტმა ემოციური ფონის მიუხედავადაც უნდა შეძლოს, არ დაივიწყოს საკუთარი პროფესიული მოვალეობა და არ ჩაერთოს კონფლიქტში.


“აგრეთვე განვმარტავთ, რომ ის ტერმინოლოგია და გამოთქმები, რომელსაც თვითმხილველთა ინფორმაციით ქართველი კორეპონდენტები იყენებდნენ ჩხუბის დროს, („კაცები ხომ არ გადაჯიშდნენ“? „ვის უნდა დავუთმოთ“? „იმ „სუნიანებს“ ? „მიდი დაარტით“) მიეკუთვნება სიძულვილის ენას და მედიის წარმომადგენლების მხრიდან მსგავსი გამოთქმების გამოყენება არის პროფესიული სტანდარტის უხეში დარღვევა”,– ნათქვამია ქარტიის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 

“ბურსა” “ჩიხურას” შეხვედრა, რომელიც პენალტების სერიით, “ჩიხურას” სასრგებლოდ ანგარიშით 4:1 დასრულდა, მოგვიანებით ქართველ და თურქ ჟურნალისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი გახდა. 

 

 

 

 

.

მასალების გადაბეჭდვის წესი