ახალი ამბები

“პირველადი დათვალიერებით კიწმარიშვილის მანქანაში ნაპოვნ იარაღზე თითის ანაბეჭდები არ ჩანს”

18 ივლისი, 2014 • • 1564
“პირველადი დათვალიერებით კიწმარიშვილის მანქანაში ნაპოვნ იარაღზე თითის ანაბეჭდები არ ჩანს”

“საბოლოო დასკვნა ჯერ დადებული არ არის, თუმცა შემიძლია  გითხრათ, რომ გაკეთდა ანაბეჭდების ანალიზი და მე დავესწარი პირველად შემოწმებას. ექსპერტმა ჩემს თვალწინ დაათვალიერა გამადიდებლით იარაღი, მეც ჩავიხედე [მოწყბილობაში]. მან ვერ ნახა ანაბეჭდი, რომელიც ექსპერტს საშუალებას მისცემს, რომ პიროვნების იდენტიფიკაცია მოახდინოს. თუმცა ეს საბოლოო პასუხი არ არის და მე გადაჭრით ვერ ვიტყვი, რომ ასეთი კვალი საერთოდ არ არსებობს, თუმცა პირველადი დათვალიერებით მსგავსი არაფერი აღმოჩნდა. იქ არის რაღაც ფრაგმენტები, რომელიც გამოუსადეგარია იდენტიფიკაციისთვის. შესაძლოა იყო კვალი, რომელიც წაიშალა და ახლა აღარ ჩანს, შეიძლება არ იყო [თითების] ისეთი ჩაჭიდება, რომ მკვეთრი კვალი დაეტოვა და მხოლოდ ფრაგმენტი დარჩა. არ ვიცი, საბოლოო პასუხი ჯერ არ არის”, – ამბობს ზურა კიწმარიშვილი, რომელიც თვითმკვლელობის ვერსიას არ იზიარებს და გამოძიების შედეგებს ელოდება.

მისივე თქმით, იარაღის ბალესტიკურმა ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, არის თუ არა იქ აღმოჩენილი იარაღი, ის პისტოლეტი, რომლის ტყვიამაც კიწმარიშვილი იმსხვერპლა. აღმოჩენილი იარაღი CZ-ს ტიპისაა. ოჯახის მიერ დაქირავებული ექსპერტის, მაია ნიკოლაიშვილის თქმით, ეროსი კიწმარიშვილს ტყვია საფეთქელზე მიბჯენით აქვს ნასროლი.

მასალების გადაბეჭდვის წესი