ახალი ამბები

ია კიწმარიშვილი: ხალვაშმა “რუსთავი 2” დაუმსახურებლად მიიღო

5 აგვისტო, 2019 • 3486
ია კიწმარიშვილი: ხალვაშმა “რუსთავი 2” დაუმსახურებლად მიიღო

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2-ის” ერთ-ერთი დამფუძნებლის, ეროსი კიწმარიშვილის ცოლი ია კიწმარიშვილი მიიჩნევს, რომ ქიბარ ხალვაშს ტელეკომპანიის 100%-იანი წილი დაუმსახურებლად მიანიჭეს და “რუსთავი 2-ის” 30%-იანი წილისთვის სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს:

“მე, რა თქმა უნდა, როგორც ეროსის სამართალმემკვიდრე, გავაგრძელებ მის დაწყებულ საქმეს და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეროსის ღვაწლი, ნიჭი, შრომა, არა მხოლოდ “რუსთავი 2-ის” საქმეში, არამედ მთლიანად საქართველოს თავისუფალი მედიის განვითარებისთვის დახარჯული მისი ენერგია, როგორც მინიმუმ. ამით მაინც უნდა დაუბრუნდეს მის ოჯახს.

მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს კარგად ესმის ქიბარ ხალვაშსაც  და დღევანდელ ხელისუფლებასაც. მე ყველანაირი უფლება მაქვს, როგორც გავიარე კონსულტაცია ჩვემს იურისტებთან, მოვითხოვო ეროსის წილი, როგორც მისმა სამართალმემკვიდრემ და მე ამას გავაკეთებ და დაველოდები სასამართლოს გადაწყვეტილებას”, – ამბობს ია კიწმარიშვილი ტელეკომპანია “რუსთავი 2-სთვის” მიცემულ კომენტარში.

ია კიწმარიშვილის თქმით, ქიბარ ხალვაში ტელევიზიაში შემთხვევით მოხვდა და ყველაფერი, რაც ახლა ხდება, აბსურდის თეატრს აგონებს:

“ჩემთვის აგრეთვე მნიშვნელოვანია და საინტერესოა, თავად ბატონი ქიბარი რას ფიქრობს ამის შესახებ. “რუსთავი 2-ის” 100-პროცენტიანი დაუბრუნდა ქიბარ ხალვაშს, მე პირველ რიგში ვულოცავ მას ამ გადაწყვეტილებას. ალბათ, ძალიან  გამორჩეული ადამიანი უნდა იყო, რომ შენს სასარგებლოდ ასე არაფრით, დაუმასახურებლად მიიღო ასეთი საჩუქარი. ყველამ კარგად იცის, რომ ეს ადამიანი შემთხვევით მოხვდა ამ ტელევიზიაში და ყველაფერი, რაც ახლა ხდება, მე პირდად აბსურდის თეატრის მაგონებს”, – ამბობს ია კიწმარიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი