ახალი ამბები

გეგა გეგეშიძეს აღკვეთის სახით 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა

24 იანვარი, 2019 • 1311
გეგა გეგეშიძეს აღკვეთის სახით 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება. ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 მარტისთვის ჩაინიშნა.

ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით გეგეშიძისთვის 5000-ლარიან გირაოს და ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ მხოლოდ გირაოს ნაწილი დააკმაყოფილა.

გეგეშიძე 22 იანვარს დააკავეს. მას გამოძიება სპორტის სასახლეში ძალადობას ედავება. გეგეშიძეს ბრალი  სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს.

“შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ასევე, ინფორმაციის ნებაყოფლობით მოწოდებაზე უარის თქმის გამო, კონფლიქტის შემსწრე პირები დაიკითხნენ მაგისტრნატ მოსამართლესთან. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირებისას, თამაზ გეგეშიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სპორტსმენ ზურაბ დათუნაშვილს. შინაგან საქმეთა სამინისტროში სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 239-ე მუხლებით გრძელდება”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გეგეშიძე წარდგენილ ბრალს არ იზიარებს

მასალების გადაბეჭდვის წესი