ახალი ამბები

“ძმაო, მყარად დადექი!” – ერდოღანი მადუროს მხარდაჭერას უცხადებს

24 იანვარი, 2019 • 2356
“ძმაო, მყარად დადექი!” – ერდოღანი მადუროს მხარდაჭერას უცხადებს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვენესუელის პრეზიდენტს, ნიკოლას მადუროს, მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ Reuters ერდოღანის სპიკერზე დაყრდნობით იუწყება.

“ჩვენი პრეზიდენტი აცხადებს და აფართოებს თურქეთის მხარდაჭერას  ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროსადმი. ის ამბობს: „ჩემო ძმა მადურო! მყარად დადექი, ჩვენ შენთან ვართ“ “, – წერს რეჯეფ თაიფ ერდოღანის სპიკერი იბრაჰიმ ქალინი ტვიტერზე.

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი და ქვეყნის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აშშ-მა, კანადამ, ლათინური ამერიკის სახელმწიფოთა დიდმა ნაწილმა და სხვა არაერთმა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომ უკვე აღიარა.

მანამდე, ხუან გუაიდომ თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა ვენესუელაში მიმდინარე მასშტაბური აქციების ფონზე. ოპოზიციის დემონსტრაციები ნიკოლას მადუროს გადადგომის მოთხოვნით მიმდინარეობს.

 

ვენესუელაში ოპოზიცია პრეზიდენტ მადუროს გადადგომას ითხოვს, მიმდინარეობს აქციები

მასალების გადაბეჭდვის წესი