ახალი ამბები

ვენესუელაში ოპოზიცია პრეზიდენტ მადუროს გადადგომას ითხოვს, მიმდინარეობს აქციები

23 იანვარი, 2019 • 2089
ვენესუელაში ოპოზიცია პრეზიდენტ მადუროს გადადგომას ითხოვს, მიმდინარეობს აქციები

ვენესუელაში ათობით ათასობით ადამიანია შეკრებილი პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს საწინააღმდეგო აქციებზე. პარალელურად ქუჩებში მადუროს მხარდამჭერებიც არიან გამოსული.

ოთხი ადამიანია მკვდარი დაპირისპირებების შედეგად. დედაქალაქ კარაკასში მობილიზებულია სპეცრაზმი. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ.

ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა ხუან გუაიდომ, რომელიც ოპოზიციის აქციის ორგანიზატორია, არმიას მოუწოდა, დაუმორჩილებლობა გამოუცხადოს მთავრობას.

23 იანვარს გუაიდომ თავი “მოქმედ პრეზიდენტად” გამოაცხადა. ოპოზიციამ ცოტა ხნის წინ მოიპოვა გავლენა ეროვნულ ასამბლეაში.

BBC წერს, რომ დემონსტრაციების დაწყებამდე აშშ-ის მთავრობამ მიანიშნა გუაიდოს მხარდაჭერაზე და მადუროს წასვლისკენ მოუწოდა. Al Jazeera-ს თანახმად, ძლიერდება დაძაბულობა კარაკასსა და ვაშინგტონს შორის.

2013 წელს გაპრეზიდენტების შემდეგ მადუროს ადანაშაულებენ ადამიანის უფლებების დარღვევაში. ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისშია.

გაგრძელება:

ტრამპმა ვენესუელაში ოპოზიციის ლიდერი გუაიდო პრეზიდენტად აღიარა

მასალების გადაბეჭდვის წესი