საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის განკარგულებით, რომელსაც ხელს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას გადაეცა ქალაქ წალკაში, არისტოტელეს ქუჩა №19-ში მდებარე 1754 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მთავრობა მართლმადიდებელ ეკლესიას ერთ ლარად გადასცემს ქონებას. 2012 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 1 მაისამდე პერიოდში მართლმადიდებელმა ეკლესიამ მთელი საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 7 მილიონამდე კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის გადაცემა მოითხოვა.
უცნობია, რისთვის გამოიყენებს ეკლესია წალკაში გადაცემულ ქონებას. მანგლისისა და წალკის ეპარქიის მღვდელმთავარია მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე და საკუთრივ წალკის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს სამი მონასტერი და სამი ეკლესია.

