ახალი ამბები

ასეთი ოჯახის არ მწამს – დათუნაშვილი გეგეშიძის მხარდამჭერ მოჭიდავეებს პასუხობს

23 იანვარი, 2019 • 5206
ასეთი ოჯახის არ მწამს – დათუნაშვილი გეგეშიძის მხარდამჭერ მოჭიდავეებს პასუხობს

ბერძნულ-რომაული სტილით საქართველოს ნაკრების კაპიტანი და ევროპის ჩემპიონი, ზურაბ დათუნაშვილი რუსთავი 2-თან ინტერვიუში ეხმაურება ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის მხარდამჭერი მოჭიდავეების განცხადებებს და ამბობს, რომ ეს არ არის ერთი ოჯახი.

მოჭიდავის თქმით, როდესაც ფედერაციის პრეზიდენტი სპორტსმენს თავში რაღაცას ურტყამს გულშემატკივრებისა და მთელი ქვეყნის წინაშე, ასეთი ფაქტი აქამდე არ ყოფილა.

ზურაბ დათუნაშვილი ამბობს, რომ ის ითხოვდა და კვლავ ითხოვს გეგა გეგეშიძის თანამდებობიდან გადადგომას მთელი თავისი გუნდით. სპორტსმენის თქმით, არ მოუთხოვია ვინმეს დაკავება:

პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელს არ აქვს უფლება, მივიდეს და თავში რაღაც ჩაგარტყას. ამის გამო უნდა გადამდგარიყო თანამდებობიდან. ჩემი მოთხოვნა ეს იყო და ეს არის დღესაც.”

როგორც ზურაბ დათუნაშვილი აცხადებს, მას არ სწამს ისეთი ოჯახის, სადაც ოჯახის ერთ წევრს უჭირს და მას გვერდში არ უდგებიან ოჯახის სხვა წევრები, ხოლო როდესაც ძალაუფლების მქონე ოჯახის წევრს გაუჭირდება, მას გვერდში უდგებიან: “მე ასეთ ოჯახში არ ვარ გაზრდილი და ეს არ არის ჩემთვის ოჯახი.”

მეორე დღეა თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაწილი გეგა გეგეშიძის მხარდასაჭერ აქციებს მართავს. ისინი მიიჩნევენ, რომ ზურაბ დათუნაშვილთან ინციდენტის დროს ფედერაციის პრეზიდენტი მართალი იყო, ხოლო ეს საქმე “ჭიდაობის ოჯახში” უნდა მოგვარებულიყო.

გეგეშიძის მხარდამჭერ მოჭდავეებს შრისაა ვლადიმერ ხინჩეგაშვილიც, რომელმაც განაცხადა, რომ “ჭიდაობაც ძალადობაა” და მის კოლეგაზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების გამო არ უნდა დაეჭირათ ფედერაციის პრეზიდენტი. თავად ხინჩეგაშვილი რამდენიმე თვის წინ შეუერთდა კამპანიას “ძლიერები არ ძალადობენ”.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი მოუწოდებს გეგა გეგეშიძის მხარდამჭერ აქციაზე მყოფ სპორტსმენებს, დაუბრუნდნენ დარბაზებს და გააგრძელონ ვარჯიში.

ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით 22 იანვარს  დააკავეს.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კაპიტანმა და ორგზის ევროპის ჩემპიონმა, ზურაბ დათუნაშვილმა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს, გეგა გეგეშიძე რკინის ბლაგვი საგნით თავის გატეხვასა და კორუფციაში დაადანაშაულა, თუმცა პოლიციას ჩვენება არ მისცა. მოჭიდავე ამბობს, რომ არავის დაჭერა სურს და მხოლოდ გეგეშიძის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს მთლი თავისი გუნდით. ზურაბ დათუნაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლემ გამოკითხა.

დეტალები ამ თემაზე:

ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ თავში რკინა ჩამარტყა – მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი