ახალი ამბებიკომენტარისამართალი

ახლა სიფხიზლეა საჭირო – ანა დოლიძე მოსამართლეების განცხადებაზე

21 იანვარი, 2019 • 3161
ახლა სიფხიზლეა საჭირო – ანა დოლიძე მოსამართლეების განცხადებაზე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მიერ კონკურსში მონაწილეობაზე უარის შესახებ გაკეთებული მიმართვა არის მკვდარზე მიყოლებული თაიგული.

შავ სიაში ნახსენებმა მოსამართლეებმა მიმართეს პარლემენტს, რომ მან ამ კანდიდატებს კენჭი არ უყაროს. თავისი მნიშვნელობით, ეს მიმართვა არის მკვდარზე მიყოლებული თაიგული. ჩვენ ერთად ეს სია გავაჩერეთ და ახლა მოსამართლეებმა ეს რეალობა უბრალოდ დაადასტურეს. ეს არის ჩვენი ყველას გამარჯვების ფორმალური დადასტურება. გილოცავთ! ცუდია, რომ ამ ხალხს, უმაღლესი ინსტანციის მოსამართლეებს, ერთი თვე დასჭირდათ, რომ ხმა ამოეღოთ,” – წერს ანა დოლიძე ოფიციალურ ფეისბუკის გვერდზე.

ანა დოლიძის განცხადებით, ახლა ფხიზლად ყოფნაა საჭირო იმისთვის, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სხვა პროცესით და სხვა ფორმით გაფორმებული “კოლექტიური მურუსიძე” არ შესთავაზოს პარლამენტს. მისი თქმით, საბოლოო მიზანი წინაა, რაც სამართლიან სასამართლოს გულისხმობს.

  • მიხეილ ჩინჩალაძე და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სხვა კანდიდატები კონკურსში მონაწილეობაზე უარს ამბობენ. ამის შესახებ ისინი ერთობლივ განცხადებაში საუბრობენ, რომელიც დღეს გაავრცელეს.

იხილეთ სრული განცხადება:

ჩინჩალაძე და მოსამართლეობის სხვა კანდიდატები კონკურსში მონაწილეობაზე უარს ამბობენ

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.