ახალი ამბებიკომენტარისამართალი

ვახუშტი მენაბდე: იუსტიციის საბჭოს 11 წევრი უნდა გადადგეს

21 იანვარი, 2019 • 2883
ვახუშტი მენაბდე: იუსტიციის საბჭოს 11 წევრი უნდა გადადგეს

კლანმა უკან დაიხია, – ასე აფასებს კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მიერ კონკურსში მონაწილეობაზე უარის შესახებ გაკეთებულ განცხადებას.

როგორც ვახუშტი მენაბდე ფეისბუკზე წერს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10-მა კანდიდატმა ამ პროცედურით განხილვაზე უარი თქვა, მაგრამ იმისთვის, რომ სასამართლო გათავისუფლდეს, ეს საკმარისი არაა:

“არ იქნება ეს 10 სახელი და გვარი, იქნება სხვა. იმავე პოლიტიკის გამტარებელი, რასაც ესენი აპირებდნენ. ამიტომ საჭიროა:

  1. გადადგეს იუსტიციის საბჭოს 11 წევრი;
  2. ახალ საბჭოში არამოსამართლე წევრები პარლამენტმა კონსენსუსზე ორიენტირებული პროცედურით დანიშნოს.”


მიხეილ ჩინჩალაძე და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სხვა კანდიდატები კონკურსში მონაწილეობაზე უარს ამბობენ. ამის შესახებ ისინი ერთობლივ განცხადებაში საუბრობენ, რომელიც დღეს გაავრცელეს.

იხილეთ სრული განცხადება:

ჩინჩალაძე და მოსამართლეობის სხვა კანდიდატები კონკურსში მონაწილეობაზე უარს ამბობენ

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.