ახალი ამბები

აბაშიძე: რუსულ კომპანიებს ჩვენი რკინიგზა აინტერესებთ, ეს ჩვენთვისაც საინტერესოა

14 ივლისი, 2014 • • 956
აბაშიძე: რუსულ კომპანიებს ჩვენი რკინიგზა აინტერესებთ, ეს ჩვენთვისაც საინტერესოა

“აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენაზე საუბარი არ ყოფილა. რკინიგზის თემაზე იყო საუბარი, მაგრამ სხვა კონტექსტში. ჩვენი რკინიგზით რუსული კომპანიები არიან დაინტერესებული და მათი მხრიდან არის წინადადება, რომ ჩვენი ტრანზიტი გამოიყენონ თავიანთი პროდუქციის ექსპორტისთვის. ნავთობ პროდუქტებზეც არის საუბარი, მაგრამ მხედველობაში მაქვს რკინიგზა, რომელიც აზერბაიჯანის გავლით მოდის, აფხაზეთის რკინიგზაზე საუბარი არ გვქონია,”– განაცხადა აბაშიძემ. 

 

კითხვას, თუ რა ფორმით შეიძლება იყოს გამოყენებული რკინიგზა, აბაშიძე პასუხობს:

 

“ტვირთებისთვის, პორტებში თავისი ტვირთების ტრანზიტით – ფოთისა და ბათუმის გავლით. ეს აინტერესებთ რუსულ კომპანიებს და ჩვენი რკინიგზისთვისასც საინტერესოა.

აბაშიძე – კარასინი
აბაშიძე – კარასინი

მასალების გადაბეჭდვის წესი